ჩემი კლასი

2010-2011 სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით საპილოტე სკოლების 3000 პორველკლასელი( ბათუმის, ზუგდიდის,წეროვანის,მესტიის ყველა სკოლა, თბილისის, ქუთაისის რამდენიმე სკოლა) პრეზიდენტისაგან საჩუქრად ნეტბუკს მიიღებს. მასში ჩატვირთული სპეციალური სასწავლო თამაშებით, რაც სხვადასხვა საგნების შესწავლაში დაეხმარებათ. მინისტრის დანაპირები შესრულდა.
პარალელურად ამოქმედდა "ბუკის" ვებგვერდიც www.buki.ge


სულ მალე ბუკისა და პირველკლასელების თანამშრომლობაც შედგა, სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატებები პატარებს ძალიან ახარებთ.


კიდევ ერთი საინტერესო დღე. განვიხილეთ პირველი ერთობლივი ნამუშევარი პაწაწინა და მშრომელი ფუტკრის შესახებ ,პროექტი "ბუნების საოცრება".საინტერესო პრეზენტაციამ პატარებიც და დამსწრე სტუმარიც კმაყოფილი დატოვა. მსგავს სამუშაოს ყოველთვის სიამოვნებით შევასრულებთ.


 გაკვეთილები მრავალი საინტერესო აქტივობით გამოირჩევა.  ეცდებიან  მასწავლებლს მხარი აუბან და  შესაძლებლობები გამოავლინონ. ყველას უხარია ერთად მუშაობა სახალისოა, გულშემატკივრობენ თითოეული დეტალის გამოყვანას. შევეცდები   ამ პატარა ხელებით... გვერდზე განვათავსო ნაშრომები.



ინგლისური ენის გაკვეთილი
ინგლისურ ენას პირველი კლასიდანვე ეუფლებიან, თუმცა წლევანდელი წელი განსხვავებული არის , რადგან ქართველ მასწავლებელთან  მაგდა მამულაძესთან ერთად აქტიურად ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი ვალტერ ზენო აზიარებს პატარებს ინგლისურ ენას.  უცხოელმა პედაგოგმა ბავშვებს ძალიან შეაყვარა თავი, ის როგორ თავის მშობლიურ ენაზე ესაუბრება ქართულ ენასაც შესანიშნავად ფლობს და მეორეკლასელებთან კომუნიკაცია სულაც არ უჭირს. ალბათ, ამ პატარებს გაუმართლა ასეთი გულისხმიერი და მშრომელი პედაგოგი რომ მოავლინეს ჩვენს სკოლას.





პროექტი:" საარსებო გარემო"
მესამე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე" საარსებო გარემო.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ცოცხალი ორგანიზმების საარსებო , გარემოსა და მასთნ შეგუების პირობებს.  განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიება- დახარისხების უნარი. ხელს შეუწყობს წიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების განვითარებას.
მოსწავლეებმა მოამზადეს  პოსტერები სადაც განათავსეს მომზადებული , დამუშავებული საკითხები. პრეზენტაციის საშუალებით  გაუზიარეს თანატოლებს  ცოდნა და მოსაზრებები. იმსჯელეს ცოცხალი ორგანიზმების ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემოს, ადამიანის ჩარევის დადებითი და უარყოფითი როლის  შესახებ, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. პოსტერები გამოაკრეს  საინფორმაციო დაფაზე.      ფოტო სესია