пятница, 17 января 2014 г.

 საქართველოში უკვე მესამე წელია კორპორაცია ინტელისა და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თნამშრომლობით ხორციელდება პროექტი "1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა."   პროექტის კოორდინატორის  ეკა ჯელაძის ძალისხმევით  გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი, რომელიც შედგა როგორც ტექნიკურად განათლებული ასევე დაწყებითი კლასების სწავლების სპეციფიკის,მეთოდიკის მცოდნე მასწავლებლებით.
    ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს 2 თვეში მოჰყვება ქოუჩინგიც , რომელიც მასწავლებლებზე სასწავლო პროცესში დახმარებასა და შესაბამისი გაკვეთილისათვის საჭირო რესურსის მომზადებას, სხვადასხვა საკითხებში კონსულტაციების გაწევას ითვალისწინებს.
   პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს. ამაზე ალბათ ისიც მეტყველებს რომ გამოცდილი რუსი ტრენერი მარინა ლევენეცი თბილ სიტყვებს არ იშურებს საქართველოში მიმდინარე სასწავლო პროცესისა და ამ პროექტის ორგანიზატორებისა და კოორდინატორების მიმართ. ქალბატონი მარინა მოუწოდებს დიდი რუსეთის განათლების მუშაკებს  მიბაძონ პატარა  საქართველოს მაგალითს.
    ეს ჩვენთვის, განსაკუთრებით  ტრენერებისათვის დიდი გამარჯვებაა! იმედია სხვა ქვეყნებიც მოგვბაძავენ და გაიზიარებენ ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას.
  მარინა ლევენეცის სტატია ინტელის საგანმანათლებლო გალაქტიკაზე 

понедельник, 14 мая 2012 г.

ინტერნეტ უსაფრთხოება

თაობების დაკავშირება-”ერთად აღმოვაჩინოთ ვირტუალური სამყარო... უსაფრთხოდ!”
დაწვრილებით>>

შეიქმნა I დან  XII  კლასის ჩათვლით ონლაინ თამაშები , რომელიც განთავსებულია www.buki.ge -ზე .
იხილე 1  საგანმანათლებლო თამაში
იხილე II  საგანმანათლებლო თამაში

воскресенье, 6 мая 2012 г.

თანამედროვე გაკვეთილები

 საჯარო სკოლებში დაინერგა, განხორციელდა  სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.






суббота, 4 февраля 2012 г.

Peer Coaching- ქოუჩინგი

რა არის ქოუჩინგი?
ქოუჩინგი არის გამოცდილ ხელში ჯადოსნური ინსტრუმენტი. ეს არის ხელოვნება დაეხმარო მეორე ადამიანს სწავლასა და განვითარებაში, საკუთარ თავი შეიმეცნოს და იპოვოს მდიდარი შესაძლებლობები. ქოუჩი არ არის მონიტორინგი, შემფასებელი. ის უფრო მეგობარი და პარტნიორია. როგორც ინდივიდუაური ქოუჩინგი, ასევე ტრენინგი არის ქოუჩის (ტრენერის) კონსულტაცია ”ერთი ერთზე” .ის თანაბარი პოზიციიდან ეხმარება  მასწავლებელს.







ქოუჩის ზოგადი ფუნქციებია:

  • დროული და სათანადო რჩევითა თუ ტრენინგით უზრუნველყოფა.
  • მასწავლებელთან ერთად სასწავლო აქტივობების თანა-დაგეგმვა.
  • მასწავლებლებზე დაკვირვება და სასწავლო აქტივობებზე რეფლექსიის ხელშეწყობა.
დაწვრილებით>>
 სწორედ ამ მისიის შესასრულებლად გავიარეთ ტრენინგები ბაკურიანსა და ბორჯომში.

понедельник, 17 октября 2011 г.

ტრენინგები ბათუმში

 კორპორაცია intel-ისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი " 1: 1 ელექტრონული სწავლება" გაგრძელდა ბათუმში სიახლეებით, სახალისო აქტივობებით , საინტერესო პროგრამებით დატვირთულმა სესიამ პედაგოგებს მოტივაცია აუმაღლა და საგაკვეთილო პროცესის გასახალისებელი გეგმებიც. რესურსებიც ექსპრომტად შეიმუშავეს. მე მადლიერი ვარ ორგანიზატორების , რადგან მომეცა საშუალება ამდენ ნიჭიერი ადამიანი გამეცნო და გამოცდილება , შთაბეჭდილება გაგვეზიარებინა. დაწვრილებით >> 

среда, 6 июля 2011 г.

Intel®-ის სასწავლო სერია.

Intel®-ის სასწავლო სერია 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა 15 ივლისს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. პროექტი მოიცავს სრულიად საქართველოს.
”ჩვენ, კორპორაცია ინტელის წარმომადგელებს ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ბავშვები იმსახურებენ შანსს – შეცვალონ მსოფლიო, და ეს კი, შეძლებისამებრ, იწყება საფუძვლიანი განათლებით.”
(კრეიგ რ. ბარეტი, დირექტორთა საბჭოს გადამდგარი თავმჯდომარე, კორპორაცია ინტელი)

დაწვრილებით>>