საქართველოში უკვე მესამე წელია კორპორაცია ინტელისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თნამშრომლობით ხორციელდება პროექტი "1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა." პროექტის კოორდინატორის ეკა ჯელაძის ძალისხმევით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი, რომელიც შედგა როგორც ტექნიკურად განათლებული ასევე დაწყებითი კლასების სწავლების სპეციფიკის,მეთოდიკის მცოდნე მასწავლებლებით.
ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს 2 თვეში მოჰყვება ქოუჩინგიც , რომელიც მასწავლებლებზე სასწავლო პროცესში დახმარებასა და შესაბამისი გაკვეთილისათვის საჭირო რესურსის მომზადებას, სხვადასხვა საკითხებში კონსულტაციების გაწევას ითვალისწინებს.
პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს. ამაზე ალბათ ისიც მეტყველებს რომ გამოცდილი რუსი ტრენერი მარინა ლევენეცი თბილ სიტყვებს არ იშურებს საქართველოში მიმდინარე სასწავლო პროცესისა და ამ პროექტის ორგანიზატორებისა და კოორდინატორების მიმართ. ქალბატონი მარინა მოუწოდებს დიდი რუსეთის განათლების მუშაკებს მიბაძონ პატარა საქართველოს მაგალითს.
ეს ჩვენთვის, განსაკუთრებით ტრენერებისათვის დიდი გამარჯვებაა! იმედია სხვა ქვეყნებიც მოგვბაძავენ და გაიზიარებენ ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას.
მარინა ლევენეცის სტატია ინტელის საგანმანათლებლო გალაქტიკაზე

Комментариев нет:
Отправить комментарий