4-8 ივნისს თბილისის პირველ ექსპერიმენტულსა და 151 საჯარო სკოლებში ჩატარდა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში პირველი კლასის მასწავლებელთა გადამამზადებელ ტრენერთა ტრენინგის პირველი ეტაპი. ტრენერები: თამარ ლოსაბერიძე, ნინო მარღიშვილი. ტრენინგის თემა: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო გარემოში, სკოლაში, სახლში. ტრენინგის შედეგად მასწავლებლები კომპიუტერის საშუალებით გაკვეთილის მომზადებას, კლასისა და მოსწავლეებთან ერთად მასალის შინაარსის მართვას, სკოლის გარეთ მოსწავლეებთან და მშობლებთან კომუნიკაციას, მოსწავლეების ნამუშევრების შეფასებას შესძლებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий